მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ნაწილი ტექდათვალიერებას ვერ გაივლის
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ნაწილი ტექდათვალიერებას ვერ გაივლის. აღნიშულ ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.
მათი განმარტებით, 2018 წლის იანვრიდან საქართველოში დაახლოებით, 3000-ზე მეტი მარჯვენასაჭიანი ავტომობილი დარეგისტრირდა, მათგან ტექნიკურ ინსპექტირებას კი ისინი ვეღარ გაივლიან, რომლებმაც ამ პერიოდში ავტომობილის საჭე გადაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის, 1-ელი ივლისიდან კი სახელმწიფო უწყებების და იურიდიული პირების კუთვნილებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ამოქმედდა.