ავარია რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე - არის მსხვერპლი
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადა, მაშველები, საპატრულო პოლიცია და საწრაფო სამედიცინო დახმარება.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ,,მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა, შედეგად ავტომობილში მჯდომი ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა.