"საკეისრო დაგეგმილი არ იყო" - რა გახდა მშობიარე ქალის გარდაცვალების მიზეზი - კვირის პალიტრა

"საკეისრო დაგეგმილი არ იყო" - რა გახდა მშობიარე ქალის გარდაცვალების მიზეზი

პირველ ივლისს კასპის სამედიცინო ცენტრში მშობიარე ქალი გარდაიცვალა. დაღუპული 31 წლის ნონა ტატანაშვილია. ახალშობილი გოგონა კი გადარჩა და ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გარდაცვალების გარემოებებს რეგულირების სააგენტო იკვლევს.

როგორც გარდაცვლილის მეგობრებმა mshoblebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნეს, მშობიარობას საშვილოსნოს გახევა მოჰყვა და ახალგაზრდა ქალი სისხლდენისგან გარდაიცვალა.

"საკეისრო დაგეგმილი არ იყო. ფიზიოლოგიურად მშობიარობდა. როგორც გვითხრეს, საშვილოსნოს გახევა მოხდა, სისხლდენა რომ დაეწყო და ვეღარ უჩერებდნენ, სასწრაფოდ ჩაატარეს ოპერაცია და ყველაფერი ამოაჭრეს. გონზე იყო, განაგრძეთ კითხვა