მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საქმეს ახალი მტკიცებულება დაერთო - კვირის პალიტრა

მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საქმეს ახალი მტკიცებულება დაერთო

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საქმეს ახალი მტკიცებულება დაერთო. სასამართლო სხდომაზე, რომელსაც თავად ბრალდებული მიხეილ კალანდიაც ესწრებოდა, სახელმწიფო ბრალდებამ მოზარდების მკვლელობის საქმეზე, მოსამართლე ეკა არეშიძის მიერ გამოტანილი განაჩენი წარადგინა და მისი მტკიცებულებად დართვა მოითხოვა. პროკურორის შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა, შესაბამისად, განაჩენი საქმეს მტკიცებულებად დაერთო.

ამავე საქმეზე ბრალდებული არიან მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია და ძმა ლუკა კალანდია, რომელთა საქმის განხილვა სასამართლოში ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ვინაიდან მიხეილ კალანდია ბრალის წარდგენისას არასრულწლოვანი იყო, მისი ბრალდების საქმე სასამართლოში ცალკე წარიმართა.