"თურქეთში ბევრი ქართველია, რთული ცხოვრება აქვთ და რაღაცნაირად, დაჩაგრულები არიან"
როგორ დაიკლო წონაში ნუცა ბუზალაძემ
მომღერალი ნუცა ბუზალაძე მოგზაურობების, სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს, სწორი კვების, დიეტების და საზაფხულო გეგმების შესახებ გვესაუბრება.
გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:
"ქართულ სამზარეულოზე ვგიჟდები, მაგრამ ბოლო დროს ძალით "გადავიყვარე", რადგან ჯანსაღი კვება დავიწყე და ჩვენს გემრიელ კერძებზე უარი ვთქვი. ბავშვობისას, რესტორანში რომ მივდიოდით, თუ სადმე რაიმე გემრიელი არსებობდა, ყველაფერს ვჭამდი, მაგრამ რაც გავიზარდე და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს გავეცანი, გემოვნება შემეცვალა. ახლა ზღვის პროდუქტები უფრო მომწონს, იაპონური სამზარეულო ჯანსაღია..."
"შიმშილით ვერ გავხდი, სწორი კვების წყალობით კი წონაში დავიკელი... როდესაც სადმე სამოგზაუროდ მივდივარ, იქაურ, ადილობრივ კერძებს აუცილებლად ვაგემოვნებ, ვცდილობ, ცომეული დღის პირველ ნახევარში გავსინჯო. სულ ცოტა ხნის წინ, ჰოლანდიაში ვიყავი და ვცდილობდი, ისეთი პროდუქტი მეჭამა, რაც არ ასუქებს - თევზეული, სტეიკი, სალათი, ქათამი და ა.შ."
"დაახლოებით ორი წელია, რაც ჩემი გემოვნება და მიდრეკილებები რადიკალურად შეიცვალა. ჩემი აზრით, თავში უნდა ჩაიდო და გააცნობიერო, რა გინდა, რა არის შენთვის უკეთესი, საკუთარ თავს შთააგონო, რომ ეს შენთვის სასარგებლოა, მოგწონს და მერე უკვე პრობლემა არ გაქვს..."
"ჩვენი ქვეყანა უკეთ რომ წარმოვაჩინოთ, კონკურსებია საჭირო. თურქეთში ბევრი ქართველია, რთული ცხოვრება აქვთ და რაღაცნაირად, დაჩაგრულები არიან. ჩემი იქ გამოსვლა მათთვის სასიხარულო იყო... მათ მესიჯებზე მართლა მეტირებოდა და ვამბობდი, გამარჯვება ალბათ ისაა, ქართველები ასე რომ ლაპარაკობდნენ ჩემზე-მეთქი. საქართველოში თურქეთის ელჩსაც ძალიან შევუყვარდი და თუ სადმე თურქების შეკრება იყო, ყველგან ვიყავი..."
ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 5 ივლისის ნომერში წაიკითხავთ...
თამთა დადეშელი