ჭუბერში მთის ნაწილი ჩამოიშალა, არის ღვარცოფის საფრთხე - კვირის პალიტრა

ჭუბერში მთის ნაწილი ჩამოიშალა, არის ღვარცოფის საფრთხე

არსებული ინფორმაციით, ჭუბერში მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგენო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე ხიდი წაიღო. დატბორილია მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორია.

ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, სამაშველო სამსახური მობილიზებულია და მაშველები ადგილზე მისვლას ცდილობენ, რათა ღვარცოფის სალიკვიდაციო სამუშაოები განხორციელდეს.