100-ქულიანი სისტემის წლის შედეგები - რამდენ მძღოლს შეუჩერდა მართვის უფლება?
მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის ამოქმედებიდან 28 ივნისამდე მინიჭებული ქულების ამოწურვის გამო მართვის უფლება 24 პირს 12 თვით შეუჩერდა.
კერძოდ, 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 28 ივნისის ჩათვლით მართვის მოწმობაზე ქულები მძღოლებს 24 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო ამოეწურათ, რამაც საბოლოო ჯამში მართვის უფლების შეჩერება გამოიწვია. კერძოდ:
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობების, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 5 შემთხვევა.
მძღოლის მიერ საგზაო ნიშანთან ან მონიშვნასთან დაკავშირებული დარღვევები, ასევე ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციის სარგებლობის წესების დარღვევა. განაგრძეთ კითხვა