მთავარი პროკურორობის კანდიდატები ცნობილია - კვირის პალიტრა

მთავარი პროკურორობის კანდიდატები ცნობილია

მთავარი პროკურორობის კანდიდატებად შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე და ნინო გოგნიაშვილი დასახელდნენ. საპროკურორო საბჭოს მიერ კანდიდატების დასახელების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ შერჩეულმა კანდიდატებმა პირველ რიგში გასაუბრება უნდა გაიარონ, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა საპროკურორო საბჭოს მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს, ამის შემდეგ კი შერჩეული კანდიდატურა დასამტკიცებლად მთავრობას გადაეგზავნება.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურორობისთვის სულ 21 კანდიდატი იბრძოდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ სამმა მათგანმა კანდიდატურა მოხსნა და შერჩევის ბოლო ეტაპზე მხოლოდ 18 კანდიდატურა განიხილებოდა.

იხილეთ ასევე: მთავარი პროკურორობისთვის 18 კანდიდატი იბრძვის - ვინ არის ფავორიტი?