იხილეთ კადრები - ადიდებულმა ნენსკრამ მრავალწლიანი ხე მოგლიჯა
ჭუბერში, მდინარე ნენსკრაზე წყლის დონემ კვლავ მოიმატა. შედეგად დაიტბორა რამდენიმე საკარმიდამო ნაკვეთი. წყლის დონის მომატების შედეგად, შეიქმნა რამდენიმე ხელოვნური კუნძული, რაც არღვევს მდინარის ჩვეულ კალაპოტს.
ასევე წაიქცა მრავალწლოვანი ხეები, რომელთა დიდი ნაწილიც დაგროვილია იმ ადგილას, სადაც მდინარე გაედინება. შესაბამისად, ის წყლის დინებას ხელს უშლის. ადიდებულმა მდინარემ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი მრავალწლიანი ხე მოგლიჯა.
საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, რომ მოვლენების ნებისმერი განვითარებისთვის მზად არიან. გარემოს ეროვნულ სააგენტოში კი აცხადებენ, რომ 17:00 საათიდან მოსალოდნელია ნალექის მატება, თუმცა, არა იმ რაოდენობით, როგორსაც ადგილი გუშინ ჰქონდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, ასევე მუშაობას განაგრძობს სპეციალური შტაბიც.