"მშობლებს ოჯახი რომ დაენგრათ, ამაში მე მადანაშაულებენ"
ჩვენი რესპონდენტები, რომელთაც ვინაობის გამხელა არ სურთ, თავიანთი ცხოვრების შესახებ ამბებს მკითხველს უყვებიან.
"მინდა ჩემზე გიამბოთ. ნორმალური ოჯახის შვილი ვარ, კარგ გარემოში აღზრდილი. საქმე ის არის, რომ ერთმა შემთხვევამ ცხოვრება დამიმახინჯა: მამაჩემმა მეგობარი მოიყვანა სახლში. ნასვამები იყვნენ, სახლში კიდევ დაუმატეს და როცა ალკოჰოლმა მათ თავბრუ დაახვია, მეგობარს დაურეკეს, სახლში მსუბუქი ყოფაქცევის ქალები ამოაყვანინეს. მამამ მკაცრად მითხრა: შეგიძლია, ამ საღამოს მამიდაშენთან წახვიდეო. არ იცოდა, ტელეფონზე მისი საუბარი თუ გავიგონე. დედა მაშინ საზღვარგარეთ იყო, საქმეებზე. არსადაც არ წავალ-მეთქი, - დავიჟინე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ძალიან გაბრაზდა ჩემი ურჩობით და შემეშინდა, ჩავიკეტე ოთახში და მეგობარს გავუზიარე ჩემი სატკივარი... უცებ, ხმაური შემომესმა. სასტუმრო ოთახში იყო ზედახორა, ნახევრად შიშვლები მგლებივით ყმუოდნენ. მაშინ 15 წლის ვიყავი. ოთახში შევვარდი და მამას ჩხუბი დავუწყე, - არ გრცხვენია-მეთქი? ხელი მკრა: ხომ გითხარი, აქედან მომშორდი, დამეკარგეო და, სილა გამაწნა. გაბრაზებულმა მივახალე: დღეიდან შენს შვილობაზე უარს ვამბობ-მეთქი. გაცოფდა და მაგრად მცემა... მას შემდეგ მამა აღარ მყავს! მართალია, დედამ ამ ამბის გაგების შემდეგ ოჯახი დაანგრია, ფსიქოლოგთანაც მატარა, მაგრამ ბოლომდე ვერ დავძლიე მაშინ ნაგემი შიში, ტკივილი და ახლა ათასნაირი ფობია მაქვს. მამას, რომელიც ლამის გვეჩოქება, - მაპატიეთ, ყველაფერი ალკოჰოლის ბრალი იყო და თან, ცხოვრებაში პირველად, ბალახიც მოვწიეო, ამ ამბავს ვერც მე ვპატიობ და ვერც - დედა. აი, იმ დღეს ასე დამენგრა ცხოვრება და დედასაც დავუნგრიე მყუდრო ბუდე... გაგრძელება