როგორი ამინდია მოსალოდნელი მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე ხვალ?
მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე 7 ივლისს დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ხოლო 8 ივლისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან ცნობეს.
"დღეს, უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება, მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთის მიმართულების ქარი 9-14 მ/წმ; ჰაერის ტემპერატურა: +17, +22° იქნება.
7 ივლისს დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება და ხანმოკლე წვიმა. დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა კი ღამით +11, +13°, დღისით +22, +24° იქნება.
8 ივლისს დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება. ღამით კი ძირითადად უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამით +10, +12°, დღისით +28, +30° იქნება", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
"ინტერპრესნიუსი"