ჭუბერში საცხოვრებელი სახლის ნაწილი წყალმა წაიღო
ჭუბერში ერთი საცხოვრებელი სახლის ნაწილი წყალმა წაიღო. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. აღნიშნულს მსხვერპლი არ მოჰყოლია და არავინ დაშავებულა.
ანალოგიური საფრთხე ემუქრება კიდევ ერთ სახლს, საიდანაც მაშველებმა მეპატრონის და ჟურნალისტების ევაკუაცია განახორციელეს. სიტუაციას ართულებს უხვი ნალექი, რის შედეგადაც კვლავ მოიმატა მდინარე ნენსკრას წყლის დონემ.
ადგილზე მუშაობას განაგრძობენ საგანგებო სიტუაციების მართვის, შს სამინისტროსა და სხვა ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები.
"ინტერპრესნიუსი"