ვინ არის მეფუტკრე, რომელიც სტიქიით დაზარალებულ მეფუტკრეებს ფუტკრის ოჯახებს საჩუქრად გადასცემს - კვირის პალიტრა

ვინ არის მეფუტკრე, რომელიც სტიქიით დაზარალებულ მეფუტკრეებს ფუტკრის ოჯახებს საჩუქრად გადასცემს

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის "თაფლი საჩინო" თავმჯდომარე მინდია ქავთარაძე მზად არის სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მეფუტკრეებს ფუტკრის ოჯახები საჩუქრად გადასცეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც მინდია ქავთარაძემ აღნიშნა, მისი სურვილია, რომ დაზარალებულთა დახმარებაში თავისი წვლილი შეიტანოს. "მე ძალიან კარგად მესმის ყველა იმ ფერმერის, რომელთაც სტიქიამ ფუტკრის ოჯახები გაუნადგურა. ასეთ დროს თანადგომას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მსგავს სიტუაციაში მეც აღმოვჩნდი 2017 წელს, როდესაც აბაშაში სამომთაბაროდ გადაყვანილი 1014 ფუტკრის ოჯახი ადიდებულმა რიონმა ერთ ღამეში გამინადგურა. საქმიანობის გაგრძელება სახელმწიფოს დახმარებით შევძელი. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო დაზარალებულთა დახმარებაში, საჩუქრად გადავცე ფუტკრის ოჯახები და ვანუგეშო

", - აღნიშნა მინდია ქავთარაძემ.

2017 წელს, სტიქიის შედეგად დაზარალებულმა მინდია ქავთარაძემ საფუტკრე მეურნეობის აღდგენა სახელმწიფო პროგრამებში - "აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა", "შეღავათიანი აგროკრედიტი" და "მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა" - ჩართვით შეძლო. ფერმერს დახმარება ავსტრიის განვითარების სააგენტომაც (ADA) გაუწია.

"ინტერპრესნიუსი"