თბილისში "ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს - კვირის პალიტრა

თბილისში "ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე "ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. ამ ეტაპზე არ ვრცელდება ინფორმაცია თუ რა რაოდენობის თანხაა წაღებული ფილიალიდან.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.