"ინტენსიური სწავლის მეთოდით ეუფლება ქართულს" - რას წერს რძალზე მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი, ედუარდი დაქორწინდა. სააკაშვილების რძალი ებრაული წარმოშობის გოგონა გახდა.
ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილმა ოჯახთან ერთად გადაღეული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ოჯახის ახალი წევრი, პრეზიდენტის ვაჟის ცოლი, ადინა მელვუს-პეტრუსიც არის აღბეჭდილი.
"გავფრინდით ვიქენდზე ფილადელფიაში, ჩემი ვაჟის ედუარდის ქორწილში…
ედუარდი რადიოპროგრამების პროდიუსერად მუშაობს და თანამშრომლობს BBC ის "National Public Radio"სთან. ის დაქორწინდა თავის სვარტმორის(პენსილვანია) კოლეჯელ შეყვარებულზე ადინა მელვუს-პეტრუსზე. ადინა მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში და ინტენსიური სწავლის მეთოდით ეუფლება ქართულს..
როგორ ჩქარა მიქრის დრო...თითქოს ჯერ კიდევ გუშინ ვიდექით ჩვენ ჯვრისწერაზე ამერიკაში (არადა,ეს იყო დიდი ხნის წინ ,1993 წელს)" - წერს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის ვაჟი დაქორწინდა - ვინ არის ედუარდის რჩეული?