"შენს ქვეყანაში ეპატიჟებოდე და თან აგინებდე, მაგარი ქაჯობაა!" - რუს და ქართველ გულშემატკივრებს შორის მომხდარ ინციდენტს მერაბ მეტრეველი ეხმაურება - კვირის პალიტრა

"შენს ქვეყანაში ეპატიჟებოდე და თან აგინებდე, მაგარი ქაჯობაა!" - რუს და ქართველ გულშემატკივრებს შორის მომხდარ ინციდენტს მერაბ მეტრეველი ეხმაურება

ბათუმში, ანბანის კოშკთან გვიან ღამით, რუსეთ-ხორვატიის ფეხბურთის მატჩის ყურებისას რუს და ქართველ გულშემატკივრებს შორის ინციდენტი მოხდა. აღნიშნულ ფაქტს, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოეხმაურა ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.

"ჩვენი ტურიზმი ფაქტობრივად რუსი ტურისტებით ცოცხლობს. ოფიციალური სტატისტიკით, პირველ ადგილზე არიან რაოდენობრივად,  ყველაზე მეტ ფულს ეგენი ტოვებენ აქ. ჰოდა, ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა: გვინდა რუსი ტურისტების ხარჯზე აშენებული ტურიზმი, თუ არა! თან შენს ქვეყანაში ეპატიჟებოდე და თან აგინებდე, მაგარი ქაჯობაა!

წარმოუდგენელი ქაჯობა! მაშინ გავუუქმოთ რუსებს უვიზო რეჟიმი და შეწყდება მათი შემოდინება! მათი ფული გვინდა და მათი დანახვა - არა? ეს როგორ წარმოგდგენიათ?!

და კიდევ, ნაციონალები საერთოდ ნუ იღებთ ამ თემაზე ხმას! სწორედ მიშამ გააუქმა ცალმხრივად სავიზზო რეჟიმი რუსი ტურისტების მოსაზიდად!" - წერს ჟურნალისტი

"მივუახლოვდი, მისთვის გასაგონად ვყვიროდი..." - რუს და ქართველ გულშემატკივრებს შორის ინციდენტი მოხდა