ტაილანდელი მოზარდების საგა, რომელსაც მსოფლიო ადევნებს თვალს, დასასრულს უახლოვდება
ტაილანდში, ჩიანგრაის პროვინციაში გამოქვაბულიდან 8 ბიჭი ამოიყვანეს, თუმცა 4 მწვრთნელთან ერთად ისევ რჩება. მათი ამოყვანის ოპერაცია დღეს განახლდება.
მოზარდების საფეხბურთო გუნდი "გარეული ტახები", მწვრთნელთან ერთად გამოქვაბულში ძლიერი წვიმის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შევიდნენ, წვიმის შედეგად კი, შესასვლელი დაიტბორა. გამოქვაბულში ჩარჩენილები მხოლოდ 10 დღის შემდეგ აღმოაჩინეს. სამაშველო ოპერაციას ის ფაქტორიც ართულებდა, რომ ტაილანდში წვიმების სეზონი დაიწყო.
სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, გამოქვაბულიდან ამოყვანილი ბავშვები თავს კარგად გრძნობენ, თუმცა ისინი იზოლირებულ სივრცეში მოათავსებს, რადგან არსებობს საფრთხე დაუძლურებულ სხეულს სხვასხვა ინფექცია ადვილად მოერიოს. მედიკოსები ფიქრობენ, რომ ოჯახის წევრებს პატარა ფეხბურთელების ნახვის საშუალება მისცენ, თუმცა მხოლოდ შუშის კედლის მიღმა რამდენიმე დღით ადრე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სამაშველო სამსახურებს გამოქვაბულის დატბორვის საშიშროების გამო დააჩქარებდნენ. ამ ოპერაციაში მონაწილეობს 90-მდე მყვინთავი, რომელთაგან 40 ტაილანდის მოქალაქეა.
როგორც ტაილანდელი ჟურნალისტი აცხადებს, გამოქვაბულში ბიჭებთან ერთად ავსტრალიელი ექიმი იმყოფება, რომელმაც გადაწყვიტა სამაშველო ოპერაციაში ჩართულიყო, მისი დახმარებით გამოქვაბულიდან ყველაზე სუსტად მყოფი ბავშვები გამოიყვანეს.
ბიჭების ასაკი 11-დან 16-წლამდეა. როგორც ამბობენ, ზოგიერთმა მათგანმა ცურვაც კი არ იცის.