ვიღაცის მიერ ჩადენილი მკვლელობაა და აბრალებენ ჩემს შვილს" - რას ამბობს ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დედა
მგონია, ეს ვიღაცის მიერ ჩადენილი მკვლელობაა და ამას აბრალებენ ჩემს შვილს. ასეთია ჩემი ვერსია, ჩემ მეუღლესაც იგივე ვერსია აქვს, რომ ამ ყველაფერს ჩემ შვილს აბრალებენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ამერიკელი ცოლ-ქრის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის დედამ, მარიამ მარტიაშვილმა განუცხადა.
როგორც სოფელ წილკანში მცხოვრებმა მარტიაშვილმა განმარტა, ცოლ-ქმრის რეალური მკვლელის ვინაობის დასადგენად იბრძოლებს.
მისი თქმით, იმედი აქვს, რომ შსს სიმართლეს დაადგენს. როგორც დაკავებულის დედამ აღნიშნა, მისი ვაჟი წელს მწყემსობით ოჯახს არჩენდა.
"7 ივლისს მელაპარაკა, დამირეკა თვითონ. არაფერი ეტყობოდა საუბრის დროს, თუნდაც მღელვარება. ასეთი რაღაც მითხრა - დახოცილ ცოლ-ქმარს ეძებენო, მაგრამ არ ვიცი, ვინ არიანო. რაღაც ტრაგედია დატრიალდაო. არაფერი ვიცი მეტი. იმ დღის მერე მასთან არ მიკონტაქტია, ტელეფონი არ იჭერდა იქ. აქ კი ჩემ სახლთან პოლიცია აივლიდა-ჩაივლიდა, თითქოს მე მყავდა მკვლელი სახლში დამალული. ვაპირებ სასამართლოზე მისვლას და თუ ჩემს შვილს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანენ, გავასაჩივრებ იმიტომ, რომ მგონია, ეს ვიღაცის მიერ ჩადენილი მკვლელობაა და მას აბრალებენ. ასეთია ჩემი ვერსია. მაინც ვიპოვი დამნაშავეს, თუნდაც მიწაში ჩაძვრეს. მე არ ვმუშაობ და ჩემ არასრულწლოვან შვილებს ეს არჩენდა. სულ 6 შვილი მყავს. ჩემ მეუღლესაც იგივე ვერსია აქვს, რომ ამ ყველაფერს ჩემ შვილს აბრალებენ. მე დედა ვარ და შეიძლება ხელი დავაფარო, მაგრამ მეზობლები გეტყვიან მის დადებით თვისებებზე", - განაცხადა მარტიაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"