ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო) - კვირის პალიტრა

ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)

9 ივლისს ნაგოაია ბაშოს II საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ლევან გორგაძის მეტოქე იაპონელი ჩიონოკუნი იყო, რომელიც ჩვენებურმა ოშიდაშით დაამარცხა და ახლა უკვე მეტოქესთან ბალანსი 6:1-ზე აქვს.

10 ივლისს ტოჩინოშინი ტურნირზე შოჰოზანს დაუპირისპირდება, რომელთანაც დადებითი ბალანსი, 13:5 აქვს.

ჯურიო დივიზიონის მეორე საშეჯიბრო დღეს, სამწუხაროდ, მარცხი განიცადა მეორე ქართველმა ფალავანმა გაგამარუმ. თეიმურაზ ჯუღელის მეტოქე იაპონელი იაგო გახლდათ, ვისთანავ ჩვენებურს 2:0 ბალანსი ჰქონდა, თუმცა ამჯერად ოშიდაშით დამარცხდა და ტურნირზე ბალანსი 1:1

გაუხდა.

გაგამარუს მომდევნო მეტოქე მიტორიუ იქნება.

sportall.ge