სასამართლოს სასადილოს ინციდენტზე ზვიად კუპრავას 5000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა - კვირის პალიტრა

სასამართლოს სასადილოს ინციდენტზე ზვიად კუპრავას 5000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა

სასამართლოს სასადილოში მომხდარი ინციდენტის საქმეზე ბრალდებულ ზვიად კუპრავას აღმკვეთი ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

თავის მხრივ, დაცვის მხარე სასამართლოს ზაზა სარალიძის და ბაჩუკი ქარდავას თავდებობას ან ალტერნატიულ შემთხვევაში 1000 ლარის ოდენობით გირაოს სთავაზობდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

"ინტერპრესნიუსი"