"გოგო უყვარს, მონატრებია და გადასულა" - ბიჭი რომელიც სიყვარულის გამო ოკუპანტების ტყვეობაში რამდენჯერმე მოხვდა - კვირის პალიტრა

"გოგო უყვარს, მონატრებია და გადასულა" - ბიჭი რომელიც სიყვარულის გამო ოკუპანტების ტყვეობაში რამდენჯერმე მოხვდა

6 ივლისს საოკუპაციო ხაზთან, შეიარაღებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის მკვიდრი, 30 წლის პაატა არაქელოვი დააკავეს. არაქელოვის დაკავება ახრისიდან რამდენიმე სოფლის მოშორებით, არცევის სიახლოვეს მოხდა. სოფელში ამბობდნენ, რომ არაქელოვს შესაძლოა, გზა აებნა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. აღნიშნული პირი დაკავებული ადრეც იყო.

როგორც აღმოჩნდა საქმე სულ სხვა რამეშია - არაქელოვს ოსი გოგონა უყვარს და სწორედ ამის გამო გადადიოდა ხშირად ოსურ სოფელ გოიაანში. ამის შესახებ საოცარ ისტორიას "ფეისბუქზე" ინტერნეტმომხმარებელი გიგა აფციაური ავრცელებს:

"ეს ისტორია რეალურია რამდენიმე წუთის წინ მოსმენლი. მოკლედ პარასკევს ახრისელი პაატა არაქელოვი დაიჭირეს რუსებმა. უკვე მესამედ დაიჭირეს. სოფელში გვითხრეს ნათესავებთან მიდის ხოლმეო, არადა სხვა რამეში ყოფილა საქმე. პატარა ოსურ სოფელ გოიაანში გოგო უყვარს თურმე. მონატრებია და გადასულა. დაიჭირეს რუსებმა, უხსნის ოსი გოგო მიყვარსო, მაგრამ რუსებმა უთხრეს არ გვაინტერესებს საზღვარი დაარღვიეო. არადა პაატას სიყვარულმა საზღვარი არ იცის. 5000 რუბლი გადაახდევინეს და გამოუშვეს. არადა პაატას ენატრება. ვერც გოგო გადმოჰყავს განაგრძეთ კითხვა