ერდოღანმა ფინანსთა მინისტრად საკუთარი სიძე დანიშნა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. ვიცე-პრეზიდენტის ახლად შექმნილ თანამდებობაზე ერდოღანმა ფუათ ოქთაი დანიშნა, რომელიც მანამდე საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
ბინალი ილდირიმი, რომელიც ძველ მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, სავარაუდოდ, პარლამენტის სპიკერი გახდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლავ მევლუთ ჩავუშოღლუ უხელმძღვანელებს.
აღსანიშნავია, რომ ფინანსთა და ხაზინის მინისტრის პოსტზე ერდოღანმა საკუთარი სიძე ბერათ ალბაირაქი დანიშნა.