ბავშვებს ქალი ცივი იარაღით ემუქრებოდა - რა მოხდა რუსთავში? - კვირის პალიტრა

ბავშვებს ქალი ცივი იარაღით ემუქრებოდა - რა მოხდა რუსთავში?

რუსთავში არასრულწლოვნებზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, მე-11 მიკრორაიონის ტერიტორიაზე, არასრულწლოვან ბავშვებს ქალი ცივი იარაღით ემუქრებოდა. ფაქტს თვითმხილველები შეესწრნენ და 112-ში დარეკეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

როგორც “ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით აღიძრა, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, უკვე დადგენილია დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი, ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.