"ის არ ცნობს თავს დამნაშავედ" - რას ამბობს ამერიკელი ოჯახის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ის არ ცნობს თავს დამნაშავედ" - რას ამბობს ამერიკელი ოჯახის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი?

მალხაზ კობაური მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, - ამის შესახებ სმიტების მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მალხაზ კობაურის ადვოკატმა ალუდა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ.

"ვიმყოფებოდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და მასთან პოზიცია შევათანხმე. იგი გარკვეულ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას ფლობს საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე მისი პოზიციაა, რომ თავს ვიკავებთ საჯაროდ ინფორმაციის გავრცელებისგან. ბრალს არ აღიარებს. ის არ ცნობს თავს დამნაშავედ. მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მისთვის ცნობილი ინფორმაცია," - განაცხადა ალუდა ბუჩუკურმა.

მისივე ინფორმაციით, დაკავებულს ფიზიკური დაზიანების კვალი ეტყობა, თუმცა როგორ მიიღო დაზიანება, ადვოკატი არ საუბრობს.

იხილეთ ასევე: "დარეკა ქალია მკვდარი, ახლოს ვერ მივდივარ, მეშინიაო, თურმე თვითონ ყოფილა მკვლელი..."