ტემპერატურა 40 გრადუსამდე მოიმატებს - როგორია 11-12 ივლისის ამინდის პროგნოზი - კვირის პალიტრა

ტემპერატურა 40 გრადუსამდე მოიმატებს - როგორია 11-12 ივლისის ამინდის პროგნოზი

11-12 ივლისს, სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში 40 გრადუსამდე ტემპერატურას პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 – 12 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +35, +40 გრადუსამდე იქნება, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს. მთაში +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 11 ივლისს +38 გრადუსი, 12 ივლისს +40 გრადუსია მოსალოდნელი.