სამარშუტო ტაქსიდან ქალი გადმოვარდა
ზუგდიდის ცენტრში, სამარშუტო ტაქსიდან ქალი გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო, თუმცა სასწრაფო დახმარების გამოძახება არ ისურვა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შუქნიშანთან მძღოლმა მოულოდნელად დაამუხრუჭა, რა დროსაც კარი გაიღო და ქალი ჩამოვარდა. შემთხვევის გამო კოსტავასა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე რამდენიმე წუთით მოძრაობა შეფერხდა.
"ინტერპრესნიუსი"