"უკვე ძალიან მიჭირს, პირველად მიწევს ზაფხულის პერიოდში ორსულად ყოფნა"- რა კითხვებს უსვამს ანუკი არეშიძე ექიმებს
დედაქალაქის მერის კახა კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე გადაცემა "ექიმებს" სტუმრობდა.
მე-7 თვეში მყოფმა ორსულმა ანუკიმ ექიმებს ის კითხვები დაუსვა, რომელიც მისი მდგომარეობისთვის იყო აქტუალური. მაგალითად, შეიძლება თუ არა ბოლო თვეებში რუჯის მიღება, ლაზერული ეპილაცია, ცურვა.
"უკვე ძალიან მიჭირს, პირველად მიწევს ზაფხულის პერიოდში ორსულად ყოფნა და მაინტერესებს ბოლო თვეებში თუ შეიძლება რუჯის მიღება".
როგორც საუბრისას გაირკვა, სამი შვილის დედა მეოთხე შვილსაც საკეისრო კვეთით გააჩენს.
გადაცემის წამყვანებმა ანუკის ბავშვის სქესი ჰკითხეს, თუმცა მან შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.