როგორია ავტობუსში დაჭრილი 17 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა
#140 ავტობუსში დაჭრილი 17 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ "რეგიონული ჰოსპიტალის“ დირექტორმა ირაკლი ლომიძემ განუცხადა. მისივე თქმით, დამატებითი ქირურგიული ჩარევის საჭიროება არ არსებობს.
"ამ ეტაპზე მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში შემოვიდა ჩვენთან. ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევები და ახლა სტაბილურადაა. ახლანდელი მდგომარეობით, რაიმე დამატებითი სასწრაფო ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება და არც არის საჭირო“, - განაცხადა ირაკლი ლომიძემ.
მოზარდი დღეს, #140 ავტობუსში დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
"უკანა კარებთან მოხდა შემთხვევა, ვერაფერი დავინახე"- 17 წლის მოზარდი #140 ავტობუსში დაჭრეს
შემზარავი კადრები - როგორ დაჭრეს 17 წლის მოზარდი ავტობუსში (+18)