პრეზიდენტობის მსურველი ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში უნდა ცხოვრობდეს - კვირის პალიტრა

პრეზიდენტობის მსურველი ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში უნდა ცხოვრობდეს

საქართველოს პრეზიდენტობისათვის ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრება აუცილებელი იქნება.

მოქმედი კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნის დღეს საქართველოში ცხოვრობს. საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლო პროექტით კი, რომელსაც საყოველთაო-საჯარო განხილვის კომისია განიხილავს, აუცილებელია, პრეზიდენტობის კანდიდატი პირი არჩევნების დანიშვნის დღისთვის ბოლო სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდეს საქართველოში.

საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე, დაბადებით საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში 15 წელი მაინც უცხოვრია.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პარლამენტი სექტემბერში განიხილავს.