ნატო-ს შტაბ ბინაში ტრამპის საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა, დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილი კი გაუქმდა
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატო-ს წევრ ქვეყნებზე მორიგი შეტევა განახორციელა, - ამის შესახებ "როიტერსს" ორმა წყარომ განუცხადა.
"როიტერსის" ინფორმაციით, ტრამპმა მოკავშირეების ხარჯები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ამის შემდეგ ნატო-ს ლიდერებმა უკრაინისა და საქართველოს წარმომადგენლებს ოთახის დატოვება მოსთხოვეს, რათა ალიანსის წევრმა ქვეყნებმა დაუგეგმავი სესია ჩაატარონ.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბრიუსელიდან იუწყება, ნატო-ს შტაბ-ბინაში აშშ-ს პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა. გარდა ამისა, გაუქმდა დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილი.