რა უპასუხა დონალდ ტრამპმა "პალიტრანიუსის" ჟურნალისტის შეკითხვას?
საქართველოს წარმომადგენლებმა ნატო-ს სამიტის ყველა მონაწილეზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს, - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ჟურნალისტის კითხვას, საჭიროებს თუ არა საქართველო ნატოს-გან უფრო მეტ მხარდაჭერას და ისაუბრებს თუ არა საქართველოზე ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, საქართველოს დელეგაცია იყო ბრიუსელში და მათ ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს.
"ჩვენ მათ მოვუსმინეთ. საქართველოსთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა შექმნილი, თუმცა მათ ყველა დამსწრეზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.