სასამართლოში პაატა ბურჭულაძის გამოკითხვა მიმდინარეობს
საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე თბილისის საქალაქოს სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება. ის გამოძიების შეკითხვებს ამ წუთებში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით პასუხობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდ "იავნანაში" განუცხადეს, ბურჭულაძის დაბარება სასამართლოში მას შემდეგ მოხდა, რაც მან საქმის დახურვა საჯაროდ მოითხოვა.
"10 თვე გავიდა, თუმცა, საქმე დასრულებული არ არის. საქმეში უკვე ჩართულია საერთაშორისო იურისტთა ჯგუფიც. რადგან პაატა ბურჭულაძე არის ავსტრიის მოქალაქე, საქმეში ასევე ჩაერთო ავსტიის იურისტთა ჯგუფი. მათ წერილები უკვე დაგზავნილი აქვთ შესაბამის უწყებებში", - აცხადებენ ფონდში.
ცნობისთვის, ფონდ "იავნანას" ყოფილ ხელმძღვანელს უკვე მეორედ დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე კითხავენ.