ძლიერი დაკვამლიანებაა - რა იწვის მტკვრის მარცხენა სანაპიროზე - კვირის პალიტრა

ძლიერი დაკვამლიანებაა - რა იწვის მტკვრის მარცხენა სანაპიროზე

თბილისში, დიდუბის რაიონში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საბურავები იწვის. აღნიშნულის გამო ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახუღში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე მაშველები. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.