"გნებავთ ჩემმა სახელმწიფომ გამომაცხადოს კანონგარეშე მოქალაქედ...არ ვაპატიებ, არ შევარჩენ"
"თითოეულ ტყვიას დაერქმევა ჩემი შვილის სახელი, წინ ვერავინ გადამიდგება " - ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილმა გადაცემა "360 გრადუსში“ ისაუბრა.
"გნებავთ ჩემმა სახელმწიფომ გამომაცხადოს კანონგარეშე მოქალაქედ, მე ერთადერთი ვაჟი მომიკლეს და ჩემი შვილის სახით, მე არ დავიწყებ არავის ქებას, მაგრამ ერთი ძალიან მაგარი ბიჭი მოუკლეს სამშობლოს, ამიტომ მე არ ვაპატიებ, არ შევარჩენ, მათ ვინც ჩემი შვილი მოკლა" - აცხადებს გუგეშაშვილი
თადარიგის პოლკოვნიკს, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დოდო გუგეშაშვილი დაიჭრა, ხოლო მისი შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.