"ბიძინა ივანიშვილს პირველად სამი კვირის წინ შევხვდი" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილს პირველად სამი კვირის წინ შევხვდი"

ეკონომიკის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გიორგი ქობულიას ინფორმაციით, ის ბიძინა ივანიშვილს პირველად სამი კვირის წინ შეხვდა, როცა მას მამუკა ბახტაძემ მინისტრის თანამდებობის დაკავება შესთავაზა.

როგორც ქობულიამ დეპუტატების კითხვის პასუხად განაცხადა, მან ივანიშვილს ეკონომიკის მინისტრის პოსტზე საკუთარი ხედვები და პოზიციები გააცნო.

გიორგი ქობულიამ აქვე აღნიშნა, რომ არ აშინებს სამსახურის დაკარგვა და ერთადერთი მოტივი, რის გამოც ის მინისტრის თანამდებობას დათანხმდა, არის სურვილი იმისა, რომ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება საკუთარ ქვეყანას მოახმაროს.

„მაქვს პერსპექტივა წავიდე და გავაკეთო რაც მინდა საქართველოში, რუსეთში თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვიყავი ერთ-ერთი მსხვილი და უმაღლესი კომპანიის ხელმძღვანელი“, - აღნიშნა ქობულიამ დეპუტატების პასუხად.

"ინტერპრესნიუსი"