"თუ გამოცდილ კორუფციონერებს კარგად შევანჯღრევთ, ქვეყნისთვის სოლიდურ თანხას მივიღებთ"
სომხეთი ევროკავშირის მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერას არ საჭიროებს, ვინაიდან ქვეყანაში არიან გამოცდილი კორუფციონერები, რომლებსაც თუ კარგად შეანჯღრევ, ქვეყნისთვის სოლიდურ თანხას მიიღებ, - ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ვინმეს მხრიდან მატერიალურ მხარდაჭერაზე არ არის დამოკიდებული.
"მე ვთვლი, რომ კორუფციას საკმაოდ ეფექტურად ვებრძვით. როდესაც ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა მითხრა, რომ მზად არიან, ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში სომხეთს გარკვეული თანხა გამოუყონ, მე დავუსახელე მას ცნობილი კორუფციონერის გვარი და ვუთხარი, რომ თუ ამ ადამიანს კარგად შევანჯღრევთ, მისი ჯიბეებიდან ზუსტად ამ თანხას მივიღებთ", - განაცხადა ფაშინიანმა.
რაც შეეხება იმ თანხას, რომელსაც ევროპელი კოლეგები სომხეთს სთავაზობდნენ, ფაშინიანმა ევროპელ მაღალჩინოსანს ამ თანხის "შავი დღისთვის" შენახვა ურჩია.