"როგორც უნდოდა ჩვენს პოლიციას, ისე დაამუშავეს ეს ბავშვი..." - რას ამბობს სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის დედა?
"რაც წამოიზარდა და ცოტა ჭკუაში ჩავარდა მე მის ხელში არათუ თოფი, დანაც კი არ დამინახია, ვერც იმას ვიტყვი იცის მოხმარება თოფის, თუ არ იცის. რომელმა დაინახა, რომ რაიან სმიტთან მოუვიდა შელაპარაკება... რომელ ფარულ ჩანაწერზეა საუბარი? ფარული ჩანაწერი ვინ ჩაიწერა? როგორც უნდოდა ჩვენს პოლიციას, ისე რომ დაამუშავეს ეს ბავშვი... ვითხოვდი ჩემს შვილთან შეხვედრას, არ დამალაპარაკეს...შეიძლება მართლაც არის მკვლელი და მე 20 წელი მკვლელს ვზრდიდი"- აცხადებს სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დედა "პალიტრანიუსის გადაცემაში" 360 გრადუსი.