სააკაშვილი, ახალაია, მერაბიშვილი და... - ვინ მოხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთის "შავ სიაში"? - კვირის პალიტრა

სააკაშვილი, ახალაია, მერაბიშვილი და... - ვინ მოხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთის "შავ სიაში"?

ოკუპირებული აფხაზეთის "ომის ვეტერანთა ორგანიზაციამ" ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე საპასუხოდ დე ფაქტო პარლამენტს "ხიშბა-სიგუას სიის" მიღება შესთავაზა.

სიაში 26 ადამიანი მოხვდა. მათ შორის "ხიშბა-სიგუას სიაში" მოხვდნენ: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრები- ბაჩო ახალაია, დავით კეზერაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, თენგიზ კიტოვანი და გია ყარყარაშვილი, სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი ზაზა გოგავა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა, ბრიგადის გენერალი მამუკა ყურაშვილი, "ტყის ძმების" ლიდერი დავით შენგელია, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი რომან შამათავა და სხვა პირები.

ოკუპირებული აფხაზეთის "ომის ვეტერანთა ორგანიზაციის" მტკიცებით, "ხიშბა-სიგუას სიაში" მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც "სამხედრო დანაშაულებში, გენოციდსა და ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობდნენ".

"ინტერპრესნიუსი"