ხულოს ტყეში ქალის ცხედარი იპოვეს
ხულოში, სოფელ ირემაძეებში ტყეში 50 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
ფაქტზე უწყებამ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.