პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას 101 ხმით ნდობა გამოუცხადა - კვირის პალიტრა

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას 101 ხმით ნდობა გამოუცხადა

პარლამენტმა სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებულ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა.

მთავრობა 101 ხმით დაამტკიცეს. პარლამენტში წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის წინააღმდეგ 12-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

ახალი სტრუქტურისა და შემადგენლობის მთავრობაში 10 მინისტრი და ერთი - სახელმწიფო მინისტრია.

მინისტრთა-კაბინეტი ნდობისთვის პარლამენტს შემდეგი შემადგენლობით წარედგინა:

პრემიერ-მინისტრი - მამუკა ბახტაძე;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ქობულია;

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;

შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;

თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;

იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.