რა ცვლილებებს გულისხმობს "პროკურატურის შესახებ" ახალი კანონპროექტი? - კვირის პალიტრა

რა ცვლილებებს გულისხმობს "პროკურატურის შესახებ" ახალი კანონპროექტი?

პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობიდან გავა და დამოუკიდებელი ორგანო გახდება, მთავარ პროკურორს კი, გენერალური პროკურორი ეწოდება

პარლამენტი "პროკურატურის შესახებ" ახალ კანონპროექტს მიიღებს. პროექტი სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშავდება. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე განმარტა, ცვლილებები იმ ახალ სტანდარტს ეხება, რომელიც ახალი რედაქციის კონსტიტუციიდან გამომდინარობს და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს.

"პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გადის და დამოუკიდებელი ორგანო ხდება. მას არც ერთ აღმსრულებელ შტოსთან ბმა არ ექნება. ერთადერთი, სადაც ბმა უნდა დავინახოთ, ეს არის პარლამენტი. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავარ პროკურორს გენერალური პროკურორი ეწოდება - ის წელიწადში ერთხელ მოვა პარლამენტში. გენერალური პროკურორის ანგარიში არ შეეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, მაგრამ შეება ტენდენციებს, მიმართულებებს და ანალიზს. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ შალვა თადუმაძეს უსმენენ.

"ინტერპრესნიუსი"