ბათუმის აეროპორტში მგზავრმა იმშობიარა
ურალის ავიახაზების მგზავრს, რომელიც ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა, გაფრენის დარბაზში ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს თავად აეროპორტი ავრცელებს. "ახალი სიცოცხლე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.
ურალის ავიახაზების მგზავრს, რომელიც ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა ნაადრევი მშობიარობა გაფრენის დარბაზში დაეწყო. მშობიარობა აეროპორტის მორიგე ექიმმა ტერმინალის სამედიცინო პუნქტში მიიღო. მშობიარობის პროცესში ექიმს ტავის პერსონალი ეხმარებოდა. ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ", - წერია "ტავ ჯორჯიას" "ფეისბუკის" გვერდზე.