"პა­ტა­რა იყო, როცა დედა და­ე­ღუ­პა, ობ­ლო­ბა­ში გა­ი­ზარ­და" - ვინ არიან მინდელის შახტში დაღუპული მეშახტეები? - კვირის პალიტრა

"პა­ტა­რა იყო, როცა დედა და­ე­ღუ­პა, ობ­ლო­ბა­ში გა­ი­ზარ­და" - ვინ არიან მინდელის შახტში დაღუპული მეშახტეები?

დღეს გამთენიისას, ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარ შემთხვევას 4 მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად, კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ადგილზე გარდაიცვალნენ შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატები - 30 წლის ლაშა ფორჩხიძე, 55 წლის მიხეილ გამეზარდაშვილი, 57 წლის იოსებ ქარქაშაძე და 57 წლის მურმან ლილუაშვილი.

სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში 6 პირი გადაიყვანეს.

გარდაცვლილებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 30 წლის ლაშა ფორჩხიძეა. როგორც AMBEBI.GE-ს ლაშა ფორჩხიძის მეზობელმა ავთო რიჟამაძემ განუცხადა, ფორჩხიძე ობლობაში გაიზარდა.

- არაჩვეულებრივი ბიჭი იყო ლაშა, ფაქტიურად ბავშვობიდან შახტაში მუშაობს. პატარა იყო, როცა დედა დაეღუპა, ბლის ხიდან გადმოვარდა საწყალი ქალი და ობლობაში გაიზარდა ეს ბიჭი. ტყიბულის ტექნიკუმი დაამთავრა, მამამისი აქ მუშაობდა სადგურის სასადილოში. ორი წლის წინ მოუკვდა მამა ბიჭს. ოჯახს ძირითადად ლაშა არჩენდა, ბაბუამისიც წვალობდა, ყველს აბარებს მაღაზიაში. გაგრძელება