რა აჩუქა პუტინმა ტრამპს?
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჰელსინკიში ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ფეხბურთის ბურთი აჩუქა.
პუტნის თქმით, ახლა ბურთი ტრამპის მხარესაა, რადგან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა აშშ იქნება.
ტრამპმა საჩუქარი სიამოვნებით მიიღო, მადლობა გადაიხადა და განაცხადა, რომ თავის უმცროს შვილს ბარონს ჩაუტანს, შემდეგ კი დაზრბაზში მჯდომ მეუღლეს მელანია ტრამპს გადაუგდო.