როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 18-19 ივლისს
22 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 18 - 19 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +34 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - +37 გრადუსი.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 18 - 19 ივლისს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა +33 +35 გრადუსი იქნება.