"ვაძლევ ხმას უბრწყინვალეს პიროვნებას" - ვინ წარადგინა საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე? - კვირის პალიტრა

"ვაძლევ ხმას უბრწყინვალეს პიროვნებას" - ვინ წარადგინა საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე?

პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია" საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე წარადგინა. გაერთიანებაში შემავალ ცხრა პოლიტიკურ პარტიას შორის, კონსულტაციები ორი თვის განმავლობაში მიდინარეობდა.

ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში ოპოზიციის მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტის ლიდერები, ასევე პაატა ბურჭულაძე, სანდრა რულოვსი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის ცერემონია კი თაკო ჩარკვიანმა სიტყვით გამოსვლით გახსნა.

"საცოდაოება გვჭირს, ეს იყო ერთ-ერთი უპირველესი, რის გამოც მე ამ ადამიანში დავინახე, რომ ძალიან სტაბილური კურსის მატარებელია, მე ვაძლევ ხმას უბრწყინვალეს პიროვნებას, უმაღლესი რანგის დიპლომატს, გრიგოლ ვაშაძეს", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.