"ეს საოცარი ქვეყანაა" - სოფია საქართველოშია
პირველი რობოტი მოქალაქე სოფია საქართველოშია.
სოფია სიტყვით გამოვა "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) სამიტზე, რომელსაც მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.
"ძალიან მოხარული ვარ საქართველოში ყოფნით, ეს საოცარი ქვეყანაა. მოხიბლული ვარ თქვენი უძველესი ენით და ანბანით. ჩემთვის ასევე ძალიან შთამბეჭდავია თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშები ამ ქვეყანაში... მომწონს, რომ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ქალად ვახდენ. ძალიან ბევრი ადამიანი ქალთა უფლებების შესახებ მისვამს კითხვას. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, ამ საკითხებზე გამოვთქვა აზრი", - განაცხადა სოფიამ პრესკონფერენციაზე.
ის ასევე ეწვევა იუსტიციის სახლს და მოქალაქეებსაც ექნებათ შესაძლებლობა ის იხილონ. რობოტი სოფია საქართველოს ხვალ დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ სოფია ჰონგ-კონგში არსებული კომპანია Hanson Robotics-ის მიერ შექმნილი სოციალური რობოტია, რომელსაც 50 სხვადასხვა სახის გამომეტყველების მიღება შეუძია. მისი დებიუტი საზოგადოების წინაშე 2016 წელს, ქალაქ ოსტინში, აშშ-ში შედგა.
2017 წელს სოფია პირველი რობოტი გახდა, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო (საუდის არაბეთში). ამავე წელს კი გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) იგი გაეროს "ინოვაციების ჩემპიონად" დაასახელა.