რობოტი სოფიას ქართული მისალმება (ვიდეო)
პირველი რობოტი მოქალაქე სოფია საქართველოშია. ის პრესკონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას ქართულად მიესალმა.
სოფია სიტყვით გამოვა "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) სამიტზე, რომელსაც მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.
„საქართველო ცნობილია თავისი კერძებით და სტუმარმოყვარეობით. მე არ მექნება შესაძლებლობა ვისიამოვნო კერძებით, თუმცა ვხედავ, როგორი თბილი და მეგობრული ადამიანები არიან აქ“, - განაცხადა სოფიამ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ "რობოტები ხალხს ეხმარებიან და არ არიან შექმნილნი ხალხის ჩასანაცვლებლად".
რობოტი სოფია ასევე შეეხო ხელოვნური ინტელექტის საკითხს. მისი თქმით, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ადამიანებს გაუადვილოს განმეორებადი ამოცანები და სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები.
მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი სოფია საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მოწვევით, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეხუთე გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.
"ჰუმანოიდი რობოტი სოფია (www.hansonrobotics.com/robot/sophia) Hanson Robotics-ის უახლესი და ყველაზე განვითარებული რობოტია. 2017 წლის ნოემბერში გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) სოფია ინოვაციების ჩემპიონად გამოაცხადა. მანამდე გაეროს წოდებები მხოლოდ ადამიანებს ენიჭებოდა", - ნათქვამია საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.