"მე და პუტინმა კარგად გავუგეთ ერთმანეთს"
წინ დიდი შედეგები გველის, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.
"პუტინმა და მე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. ჩვენ კარგად გავუგეთ ერთმანეთს, რაც ასე აწუხებდა ბევრ შურიანს, ვისაც კრივში შეჯიბრის ხილვა სურდა. დიდი შედეგები წინ გველის", - დაწერა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ "გრძელვადიან პერსპექტივაში პუტინთან შეხვედრამ უფრო დიდი წარმატებები და პოზიტივი შეიძლება მოიტანოს".
"რუსეთი დათანხმდა დაგვეხმაროს ჩრდილოეთ კორეის საკითხზე. ეს პროცესი წინ მიდის. არ ვჩქარობთ. სანქციები ჩრდილოეთ კორეის მიმართ ძალაში რჩება. ამ პროცესის დასასრულს კი ჩრდილოეთ კორეას დიდი სარგებელი და ნათელი მომავალი ელოდება", - დასძინა მან.