"ვისაც მიაჩნია, რომ "ქართული ოცნება“ კომუნისტების პარტიაა, ვურჩევ, წავიდნენ ამ კომუნისტური პარტიიდან" - ზაქარია ქუცნაშვილი - კვირის პალიტრა

"ვისაც მიაჩნია, რომ "ქართული ოცნება“ კომუნისტების პარტიაა, ვურჩევ, წავიდნენ ამ კომუნისტური პარტიიდან" - ზაქარია ქუცნაშვილი

ვისაც მიაჩნია, რომ "ქართული ოცნება“ კომუნისტების პარტიაა, ვურჩევ, წავიდნენ ამ კომუნისტური პარტიიდან, - ასე პასუხობს დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, მის თანაგუნდელ გედევან ფოფხაძეს.

როგორც "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, შეურაცხმყოფელი და მიუღებელია ის განცხადება, რომელიც გედევან ფოფხაძის მხრიდან გაკეთდა. მისივე თქმით, გაუგებარია თავს უწოდებდე გუნდის ქომაგს, როდესაც გუნდის წევრებს შეურაცხყოფას აყენებ.

"თუ კომუნისტები არიან იმ გუნდში, რა გინდა მაშინ მანდ, კომუნისტობა?! თუ ეს გამიზნული მოქმედებაა იმისთვის, რომ გარიცხვის შემდეგ რამდენიმეთვიანი აქტუალობა შეინარჩუნო პოლიტიკურ ასპარესზზე?! მე თუ ჩავთვლიდი, რომ ვარ იმ გუნდში, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა კომუნისტია, მე დავტოებდი იმ გუნდს. თან გუნდის წევრიც გინდა იყო, თან კომუნისტები, ცხვრები, უმაქნისები ეძახო, ეს არ არის ოცნების ქომაგობა. შეურაცხმყოფელია გედევან ფოფხაძის განცხადება, რომ შეუძლიათ პარტიას "ქართული ოცნების“ ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია დაარქვან - ეს არასწორია“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

თუკი პარტიაში ყოფნის სტანდარტი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერზე ერთი პოზიცია უნდა არსებობდეს, არ მგონია, ასეთ პარტიაში დარჩენის სურვილი ბევრს ჰქონდეს - შეუძლიათ პარტიას "ქართული ოცნების“ ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია დაარქვან და ეს უფრო ადეკვატური იქნება, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების“ დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარტია "ქართული ოცნებიდან“ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილებას.

იხილეთ ასევე: "შეუძლიათ პარტიას "ქართული ოცნების“ ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია დაარქვან"